Site icon megatv.ge

კორონავირუსს სტიქაროსანი ემსხვერპლა

კორონავირუსით გარდაიცვალა სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი, სულხან იზორია.

 

“სენაკის ქრონიკის” ინფორმაციით, კორონავირუსმა მას ფილტვების დაახლოებით 20 პროცენტი დაუზიანა.

 

43 წლის სულხან იზორია ქუთაისში მკურნალობდა.

 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ქვეყანაში გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1633 პირი.

Exit mobile version