სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!- არს და იყოს!
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, ყველას გილოცავთ დღევანდელ, ათორმეტთაგან ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს!
უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ჩვენმა დედაღვთისმშობელმა დაიცვას და დაიფაროს საქართველო, დააწყნაროს, დაამშვიდოს და ქართველებს ერთმანეთის სიყვარული დაგვიბრუნოს, იმიტომ რომ კარგად თუ არ მოვიქცევით, ჯერ ერთმანეთს ვტკენთ გულს, მერე უფალს და დედაღვთისმშობელს და ქართველებს, ზოგადად, ეს არ გვეკადრება.
დღეს არის, როგორც უკვე ვთქვით, ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ჩვენი დედის, ასევე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე. და რაოდენ დიდი პატივია თითოეული ჩვენთაგანისათვის და დიდი სიხარული, რომ ღვთის დედაა და ასევე თითოეული ჩვენთაგანის დედაა. როგორი სიწმინდე ჰქონდა ღვთისმშობელ მარიამს დაბადებიდან-როცა ტაძარში მიიყვანეს, აირბენს კიბეებს და ღირსი გახდება საკურთხეველში შეყვანისა. ერთადერთი ქალბატონი , რომელსაც ასეთიპატივი უფლისგან ხვდა და მხოლოდ მას ხვდა ეს პატივი. ასევე, უდიდესი გახდა იმით, რომ ის გახდა ჭურჭელი, მატარებელი ჩვენი ღვთისა და დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
მადლობა დედაღვთისმშობელს, რომ ჩვენი, ქართველების განსაკუთრებული დედაა. წარმოიდგინეთ, არის ასეთი გადმოცემა: ერთ-ერთ წმინდა მამას აინტერესებდა თუ რა ხდებოდა ზეცაში, უფალთან. ხშირად ლოცულობდა და თან, გულში ჰქონდა ის განცდა, რომ ნეტა რა ხდებაუფალთან, ასე რომ ვითხოვთ ნეტა რა ხდება? ერთხელაც აღტაცებული იქნა სულით და იქ, ზეცაში დედაღვთისმშობელი ვერ ნახა. როცა დაბრუნდა, დაბრკოლდა, რადგან დედაღვთისა ვერ ნახა. სწუხს, რომ დედაღვთისა ვერ ნახა და ჰქონდა ანგელოზის გამოცხადება: ,,იქ როგორ ნახავდი, როცა რაღაც გიჭირთ და დედა, დედას იძახით, ღვთისმშობელი ყოველთვის იქ არისო“ და წარმოიდგინეთ, დღეს, როგორ არის საქართველოში?
უნდა დავფიქრდეთ ქართველები. ხშირად, რაღაცა მძიმე რამ ხდება, ხშირად ეკლესიის მსახურებს, პატრიარქს, ჩვენ, გვეუბნებიან რატო არ ჩაერევით, რატო არ აკეთებთ იმას, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაზეო. ჯერ ერთი, ღმერთი ჩვენი მშვიდობის ღმერთია, დედაღვთისმშობელი მოგვიწოდებს მშვიდობისკენ და ჩვენ, თუ როდესმე რამე დაგვიკლია აბა შევხედოთ, რამდენჯერ მიქადაგია, რომ ერთმანეთთან შერიგება უნდა მოხდეს , დიდი შერიგება უნდა მოხდეს, სულ ვამბობდი, იმიტომ რომ რასაც ადამიანი, შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ ხედავს, სასულიერო პირებს გვაქვს იმის ხედვა, ჩვენ თუ არა, სხვებს მაინც, რა შეიძლება მოჰყვეს არასწორ ურთიერთობებს. დღეს, როგორ გინდა რომელიმე მხარე დაიჭირო, ხო? იქაც ქართველია, იქაც ქართველია, თუმცა ადამიანმა იცის და ყველამ იცის სად არის სიმართლე და ვისთან არ არის სიმართლე. გეცოდება ხოლმე, ვისაც ხედვა არა აქვს და ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. როდესაც მოვუწოდებდით უწმინდესი თუ ჩვენ, ხშირად ყოფილა, რომ მომიწოდებია და მითქვამს ეკლესიაში შევხვდეთ, დავილაპარაკოთ შევრიგდეთ, ერთმანეთს სიტყვას რომ ვეტყვით, ხომ არ მოვიტყუებით, ასე ვართ გაზრდილები, რომ ეკლესიაში სიტყვას თუ ამბობ, ღვთის წინაშე სიტყვას შესრულება უნდა. ერთ-ერთ ბოლო ქადაგებაში, როდესაც ვთქვი-უნდა შევრიგდეთო, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი ვინც ბრძანდება, გამოვიდა და მეორე დღესვე განცხადება გააკეთა, ეკლესიაში არა, მე ვარ ის ადგილი სადაც უნდა მოხდეს გართიანებაო და როგორ გავერთიანდით კი ნახეთ. ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში ახალი დაპირისპირებულობის პოლუსი შექმნა.
მე არ მეშინია ამის თქმა, გინდ ჩათვალონ, რომ პოლიტიკაა, პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. ფართოდ მინდა გესაუბროთ რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება საქართველოში, რომ იცოდეთ და თუ არ დამეთანხმებით და თუ რაიმე ტყუილს ვამბობ, გამოვიდნენ და თქვან.
ჩატარდა არჩევნები, ყველა ვიყავით არჩევნებზე, გასაგებია, რომ ვიღაცას უნდა მეტი ხმა მოიპოვოს და გამარჯვებად თვლის მეტი ხმის მიღებას. მე ხშირად ვამბობდი, წინა ქადაგებებშიც, თუ ნახავთ, გამარჯვებული ქართველი ხალხია, იმიტომ რომ ჩავატარეთ არჩევნები, 150 კაცი გამოვირჩიეთ, ანუ 150 რჩეული გვყავს. ვიღაც თუ რაღაცის გამო უარს იტყვის, რომ არ უნდა რჩეული იყოს, ზეცაშიც ამინს ეტყვიან და მერე აღარ იქნებიან რჩეულები, ამიტომ ვიდრე გვიან არ არის, ჰეროდემაც სიტყვა თქვა და იოანე ნათლისმცემელს თავი მოაჭრა, შეეძლო არ მოეჭრა და სიტყვა გაეტხა. როდესაც არასწორ სიტყვას ამბობ, ჯობია შენი სიტყვა გატეხო და სწორად მოიქცე. ამიტომ ვიღაცეებზე, ეს სიტყვა მოდაშია ,,ბულინგი”, მიდის ხოლმე ბულინგი.
როგორ დავიჯეროთ 61 კაციდან, 61-ვეს უნდა, რომ პარლამენტში არ შევიდეს. ეს არის ტყუილი. ერთმანეთში მიდის საუბარი, რომ არ შევიდნენ. სადამდე მიგვიყვანა ამან ხომ ხედავთ. ყველაზე ცუდი რა არის იცით? ჩვენ ვართ უფლის რჩეული ქვეყანა, ისე, როგორც ისრაელი. უფლის რჩეული და ნებისმიერი ქვეყანა უფლის რჩეულია. ვიცით , ისრაელის ისტორია, როგორი ტრაგედიები აქვს გადატანილი და დღესაც, როგორი რთული ცხოვრება უხდება და ქრისტიანები ჩვენ თავს ახალ ისრაელელებს ვუწოდებთ. ჩვენ, ხომ ახალი ისრაელი ვართ. ისინი ნამდვილი ზეთისხილები იყვნენ, ჩვენ კი ნერგები ვართ მოსული იმათგან და რა დღეშია საქართველო, რამდენი საუკუნეა დაგვიპყრობენ, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ თავისუფლები ვრჩებით, დამოუკიდებლები ვრჩებით და ის ადამიანები ვართ, რომლებმაც სხვისი სიბრალური ვიცით. სხვისი ტკივილის გაზიარებაც ვიცით, ხომ უნდა დავფქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში .
როდესაც დამთავრდა არჩევნები, ჩვენთან ეკლესიაში არ გამოგვიხატავს არაფერი, ყველა ვიყავით არჩევნებზე და ვინც გაიმარჯვა, ცესკომ უნდა გამოაცხადოს, ხო? გამოაცხადა და მას შემდეგ, უწმინდესმა მიულოცა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და ასევე დანარჩენებსაც მიულოცა და მოუწოდა საქართველოსთვის იზრუნოს ყველამ ერათად..
გარეთ-გარეთ რომ დავრბივართ, შევეჯიბროთ ერთმანეთს საქართველოთვის კეთილის კეთებაში. მაგრამ ნახეთ, იმავე დღეს, ისევ დღევანდელმა პრეზიდენტმა-არა, არ ვცნობო არჩევნებსო. დღეში რამდენ ვინმესთან რეკავს და მაპატიეთ, რამდენ სისულელეს ლაპაკობს. ცოტა ხანში გადის პრეზიდენტობის ვადა და ალბათ, დავეხმარებით და გავაცილებთ, რომ უსაფრთხოდ გავიდეს ამ ქვეყნიდან, აუცილებლად დავეხმარებით.
ჩვენი ღვთისმშობელი როგორი დედაა, ყველას დედაა ხო? ჩვენი ქალბატონები, აბა შეხედეთ, მოციქულთა სწორი წმ. ნინო მოგვივლინა ქართველებს. ანდრია პირველწოდებული იყო თავიდან. დედაღვთისა დატოვა უფალმა და გამოაგზავნეს ანდრია პირველწოდებული, ღვთისმშობლის ხატით შემობრძანდა. რომ იბადება ადამიანი ყველას დედაა. მიუხედავად იმისა შენ თვლი თუ არ თვლი, იმისთვის შვილიხარ.
მაცხოვარმა ჩააბარა მთელი კაცობრიობა, მთელი კაცობრიობა ჩააბარა დედაღვთისას. წმ. ნინო, როგორ იყო გადაგებული საქართველოზე. პატარა გოგო შემოვიდა, როგორ პირობებში იყო და საბოლოოდ ჩვენთან, აქ, ქიზიყში მოვიდა, ეტყობა მეტად გვჭირდებოდა მორჯულება. მადლობა ღმერთს , დედაღვთისმშობელს და წმ. ნინოს, მოვიდა ჩვენთან და ყოველთვის მეწინავე ლაშქარიც ვიყავით და ასევე ვცდილობთ, რომ ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, მაცხოვრებელი, მეწინავეები ვიყოთ ქრისტიანობაშიც. შეგვაძლებინოს უფალმა და დედაღვთისმშობელმა. ასევე,ავიღოთ თამარ მეფე, ის ხომ ყველას დედა იყო. მეფე იყო და როგორი იყო. ვისგან უნდა ვისწავლოთ ან შემწყნარებლობა, ან პატივისცემა, დედოფალი კი არ იყო, ჩვენი მეფე იყო. ავიღოთ ქეთევან დედოფალი. რას შვებოდა, წინა ხაზზე მიდიოდა, ეწირებოდა, 9 ძმა ხერხეულიძე რომ იყო, მათი დედა, მათი და, აბა შევხედოთ, მამა ალბათ ომში დაიღუპა და 9 ძმას გაუძღვა დედა და უყურებდა თავისი შვილები, როგორ იბრძოდნენ , როგორ კვდებოდნენ სამშობლოსათვის, მამულისათვის და თვითონაც ღირსეულად აღესრულა იქ.
ვიფიქრე, რატომ არ აქვს ქართველებისადმი დედობის გრძნობა დღევანდელ პრეზიდენტს? ეტყობა, კი იწოდება პრეზიდენტად მაგრამ, უცხო ქვეყანაში რომ არის დაბადებული.
ჩვენთან, რატომ ვერ მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ჩემთვის გაუგებარია. ის ალბათ, უფრო გუბერნატორად გრძნობს თავს საქართველოში. იცით, რომ საფრანგეთს დღესაც აფრიკაში კოლონია აქვს. კოლონიალურია და საქართველო კოლონია ჰგონია. შეიძლება ამ ქალბატონსაც. ასეა, აბა სხვა რა უნდა ვთქვა, სკოლის ბავშვებს, სკოლას რომ მოუწოდებ გამოდიო გარეთ, იქ დამთავრდა შენი დედობა და შენი ქალობა. აღარა ხარ პრეზიდენტი, გინდ გერქვას. ვადაგასულზე არ არის საქმე და რამდენიმე დღე, რომ დარჩა იმაზე. დედამ სხვისი შვილი, როგორ უნდა გაიმეტო. გურჯისტანი და ისინი იქეთ მშვიდად ყავს და სამსახურები რომ ეშოვა, ერთისათვის-ამერიკაში და მეორესთვის-საფრანგეთში, გაგვყიდა ასე ქართველები.
მე არ ვუყურებდი ვინ იყო, ვინ არა. მე ყოველთვის ვუპირისპირდებოდი მას, ვინც ქართველებს ან ეკლესიას უპირისპირდებოდა. უბრალოდ, ქალბატონია და მართლა გავაცილებთ. ვერ უშველის ვერც ევროპა და ვერც ამერიკა. ცოტა ხანში, ხშირად გეუბნებით, ამერიკასთან აბსოლიტურად დალაგდება და ევროპაშიც რომ დალაგდეს, გასაღები ამერიკაშია და არა თვითონ ევროპაში.
მე მინდა იმ თემაზე გითხრათ, რაზეც არ ლაპარაკობენ. თითქოს უარი ვთქვით ევროპაზე და ახლა რაზე მიდის ბრძოლა, ახალგაზრდების ჯგუფი, ალბათ, უფროსებიც, ფიქრობენ, რომ ვკარგავთ ევროპის პერსპექტივას, და ხედავთ რა ხდება რუსთაველზე. ყოველ დღე რას ვუშვებით ჩვენს ქვეყანას. 90-იანი წლები ხომ გვახსოვს რა ხდებოდა და სად მიგვიყვანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძმათამკვლელ ომში, როგორ უნდა მიიღო კაცმა მონაწილეობა, თუ შეცდომილი არ ხარ და თუ რაღაც იდეა არ გაწუხებს, ახალგაზრდობა თუ არ გაწუხებს, ძალიან ძნელია წესიერიკაცი იქ მოხვდე. რა ხდება-გგონია, რომ სიმართლეა შენს მხარეს. 90-იან წლებში ორივე მხარეს, როცა ეროვნული მოძრაობა გაყვეს, ორივე მხარეს ეგონა, რომ სიმართლისთვის იბრძოდნენ და რამდენი კარგი ადამიანი დაიღუპა, 400 მდე კაცი თბილისის ომში მოკვდა, მაგრამ 2500-მდე ისე დაიკარგა- ერთმანეთს გაუსწორდნენ. ამიტომ უნდა ვერიდოთ, უნდა გავიხსენოთ, ეს მეხსიერება ასეთ მოკლე მანძილზე არ უნდა წაგვეშალოს და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ქართველები.
წინა დღეებში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ჯონსონმა აღიარა, რომ უკრაინაში მიდის პროქსი ომი, რას ნიშნავს პროქსი ომი, რეალურად ომობენ სხვა ქვეყნები იმ ტერიტორიაზე, ცოცხალი ძალა იმ ქვეყნის ჰყავთ, თორე იქ გამოიცდება იარაღი და რა ხდება, რუსეთი თავის ძველ იარაღს იქ ასაღებს, უტილიზაციას უკეთებს, ასევე დასავლეთი და ახალი იარაღის გამოცდა და ბრძოლის ახალი მეთოდების გამოცდაც მიდის. რამდენი მილიარდია დახარჯული. ადამიანების სიკვდილი თავისთავად, ერთი ადამიანის ფასი არ არის მთლიანი სამყარო და წარმოიდგინეთ ათასობით ადამიანია ორივე მხრიდან მკვდარი, ათასობით გაუბედურებული. ალბათ მილიონს გადააჭარბა მათმა რიცხვმა ორივე მხარეს.
და რუსეთს, სადაც ჰქონდა იარაღი გატანილი ყველაფერი შეუძინეს უცხოეთში უკრაინას, ჩაუტანეს და უტილიზაცია მოხდა იმ იარაღის, ანუ მსოფლიოში ცოტა ხანში ვარშავის ქვეყნები რომ იყვნენ, საბჭოთა კავშირის იარაღი, სადაც იყიდებოდა, ის იარაღი არ იქნება, სხვა იარაღის წარმოება დაიწყება და შევა დანარჩენ მსოფლიოში. დამთავრდება ომი, ნახავთ ტერიტორიებსაც რას უზამენ, დიდი ხანი არ გაგრძელდება. გეუბნებით, ნახავთ, დაამთავრებენ ომს და შეიძლება, როგორც აგვისტოში გვაზეიმეს გამარჯვება, ისე უთხრან გამარჯვებული ხარო და ღმერთმა გადაარჩინოს, გადაარჩინოს უკრაინა. რამოდენა ქვეყანა იყო ევროპაში, უდიდესი ქვეყანა იყო და რა დღეშია დღეს. ხალხი გაქცეული, ტერიტორიები ჩამორთმეული და ევროპამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ აღდგინოს და მერე შეინახოს. იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე ომი უფრო იაფი უჯდება. პროქსი ომი კიდე რას ნიშნავს:
ომს აქვს თავისი სტრატგია და ტაქტიკა, ომი, რომ დროზე დამთავრდეს, რად უნდათ რომ დიდხანს გაიწელოს და ავღანეთივით, სირიასავით იყოს, დროზე უნდათ დაამთავრონ. დროზე რომ დაამთავრონ რამდენიმე ფრონტი უნდა გაიხსნას, ხო? და ჩვენ შევხედოთ, საქართველოს ვინ გვიტევს, რომელი ქვეყნები გვიტევენ, ბალტიისპირელები, პოლონელები, უკრაინელები და ახლა დაემატნენ ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია და რატომ, ისინი განიხილავენ თავიანთ თავს შემდეგ სამიზნედ, შეიძლება არც ეშინიათ, მარამ საქართველოში თუ ნახეს ის ძალა, აი, ევროპა გვინდა, ევროპა გვინდა. ჩვენ ვთხოვდეთ მათ, ევროპა, ევროპა, აქ დიქტატურაა და ვერ მოვდივართ, ხელს გვიშლიან. ეს საფრანგეთს და გერმანიას რაში ჭირდება ხო, ჩვენ რომ ვინმესთან ვიომოთ. გერმანიას თავისი გაჭირვებია, ვიცით, რომ /უკრაინას/ არ აძლევს შორს მსროლელ რაკეტებს, იმიტომ, რომ თავის თავს უფრთხილდება. იმათ თავიანთი ქვეყანა უყვართ. თუ ჩვენთან გაიხსნა ფრონტი, უფრო ადრე დაარწმუნებენ რუსეთს, რომ მორჩეს ომს. მაგრამ ჩვენთან რომ ისეთი გაპარტახება წავიდეს, როგორც უკრაინაშია, რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მაცხოვრებელი. ხალხის გაქცევა მერე ნახე საქართველოდან. ისინი სწორს აკეთებენ, რომ ომში სხვისი შეგდება უნდათ, თუ შტერი იპოვეს, მაპატეთ, სულელი თუ იპოვეს და ეს სულელი ქართველი ერი ვიქნებით, გადაჩებიან ისინი, იმათ თავიანთი ქვეყანა უყვართ და სწორად იქცევიან თავიანთი გადმოსახედიდან. მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა ვიყოთ მართლა სულელები და იდიოტები?
ომი მალე მორჩება და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ იმათთან მაინც ძალიან არ გავაფუჭოთ ურთიერთობები. ახლა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ვართ, ჩვენი ოკუპანტი ჩვენთვის არ იცლის, არ სჭირდება, იმიტომ რომ 2008 ში ბაზები გააკეთებინეს იქ და წარმოიდგინეთ, პირდაპირ იმუქრება, თუ მანდ რევოლუცია მოხდა, ჩვენ შემოვალთო, ჯარით შემოვალთო. ხომ არ გგონიათ ბევრი რამე დაჭირდებათ. ბაზები აქვთ და იქედან დაგიშენენ. ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, აქეთა საქართველო უნდა დაგბომბოს და შენ იქეთ, შენი ქვეყანა ააოხრო, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამიტომ ჩვენთან, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთს ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო, ისინი უნდა დაფიქრდნენ. ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ. რისთვის გამოვდივართ, რა გვინდა. კარგი, ხარ რუსთაველზე, რომ შეხვიდე შენობაში ხო, რა გინდა? შევარდნაძე იქ არ ზის, რომ ვარდით შეხვიდე და მისი ჩაი დალიო. შეხვედი და რა? ვის მოგვწონს, ვის მოგვწონს? ან მხარე როგორ უნდა ვიყოთ ქართველები, ორი მხარე როგორ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან დაპირისპირებული.
აქეთ ბავშვები არიან და ახალგაზრდები, იქეთ პილიცია და რომელს უნდა უგულშემატკივრო, ისიც ქართველია, ისიც ქართველია. თუმცა ვიცით სიმართლე სად არის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, და არ უნდა ავაოხრებონოთ. ჯერ ჩვენ თვითონ არ უნდა ავაოხროთ და მერე პროქსი ომში არ უნდა ჩავერთოთ. რადგან გეუბნებით დალაგდება ურთიერთობა ამერიკასთნ, კარგად ვიცი, ამერიკაში რომ ვიყავი ძალიან რომ შეწუხდნენ, ტელევიზიები რა მინდოდა, ვის ვხვდებოდი, სხვებსაც შევხვდი და საინტერესო რა იყო, როცა ვეკითხებოდი, თქვენთან პრეზიდენტის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებსო? -მეუფეო ჩვენთან ვინ გაიმარჯვებს არ ვიცით, მაგრამ გეტყვით, თქვენთან ვინ გაიმარჯვებსო და ერთი პირი არ შემხვედრია, მაღალი თანამდებობის პირი ამერიკაში, რომ რომელიმეს ოცნების გამარჯვებაში ეჭვი შეპარვოდა. როცა მეკითხებოდნენ რამდენ პროცენტს აიღებენო გეტყვით, პირდაპირ, თვითონაც ხომ იციან, ვუთხარი, რომ საბოლოო ხმების მინიმუმ 55% ექნებათ. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე რას ფიქრობთო და მე ვუთხარი- ,,თუ სულელურ გადაწყვეტილებაზე მივა მსოფლიო და სანქციებს დააწესებთ, მაშინ შეიძლება საკონსტიტუციოზე მეტიც აიღონ, ქართველი ერი სხვანაირი ერი ვართ.“
მადლობა ღმერთს დღეს ისეთი ძალთა ბალანსია რომ ერთმანეთთან ჩხუბი საჭირო არ არის, ეკლესიაში მოვიდნენ, მოვეფერებით, დავამშვიდებთ. მე ვერ გავალ და რისთვის ვერ გავალ გეტყვით, არის ასეთი რაღაც , როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას იღებენ, როცა პრემიერმა ბრძანა ის, რაც ბრძანა. რა გადაწყვეტილება მიიღეს- უკანონოაო არჩევნები. ვინ ხარ შენ რომ მეუბნები. ჩვენთან ჩატარდა და ვის დაგაძალეს, ან საბუთები ვის წაგართვეს, ვისი გეშინიათ, პოლიციასთან შეტაკების არ გეშინიათ და რის გეშინიათ? გამოდით და თქვით. ხომ უნდა დავფიქრდეთ მაგაზე. გამოვიდნენ და კანონები გაიწვიეთო. კარგი, იმ პირველ კანონზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ოჯახური ღირებულებების კანონი, ვინ ეკითხება ევროპელს მე მექნება თუ არა ესკანონი. მე, როცა შემოვდივარ შენთან ჩემი ღირებულებებით შემოვდივარ და შენი ღირებულებებიდან და ფასეულობევიდან იმას ვიღებ, რაც ჩემთვის მისაღებია.
შემოვდივარ ეკონომიკურ კავშირში, რას მიწესებ ყველაფერს, რა გავაკეთო, რა არა. ამათ ვუფრთხილდები, ბავშვებს ვუფრთხილდები. შენ რომ დგახარ და იქ, რუსთაველზე ევროპაში შევიდეთო, ამ კანონის გამოწვევა რომ გაეპროტესტებინათ, მივიდოდი იმათთან. რომ შემოვდივარ, ქართველი უნდა ვიყო. ქართველობას ვერავინ ვერ წაგართმევს, არავის ეგონოს ვინმეს დავუთმობთ ჩვენს ქართველობას. ამდენი წელია ის არ ვარ ვილაპარაკო ქართველობას გვართმევენ, ღმერთს გვართმევენ, მაგრამ ხომ უნდა დავფიქრდეთ, იმათი რატო მოგწონს შენ ხომ პირველი ქართველი ხარ. ევროპელი , რომ მეუბნები, ჯერ ერთი- კავკასიელი ხარ, ქართველი რომ ხარ, კავკასიელი ხარ, ევროპაშიც კი კავკასიური რასა ეწოდება ყველა თეთრკანიანს,
ქართველები ის ხალხი ვართ, რომლებიც წარღვნის მერე აქ დავსახლდით და აქ ვართ. სხვა არავინ არ ცხოვრობდა. აქ დავსახლდით და აქ ვართ. ევროპაში ზოგი აფრიკიდან არის მისული დაზოგი კიდე დღევანდელი რუსეთის იმ ტერიტორიებიდან, მონღოლეთიდან და ჩინეთიდან გადასახლებულები. იქ შემოვდივარ ფასეულობებით, ქრისტიანული ფასეულობით და მე ვფიქრობ, რომ პროქსი ომის პერიოდი მალე გავა, არ უნდა გავბრაზდეთ იმათზე, ისინი თავიანთი თავისთვის ზრუნავენ და ჩვენც ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. ოღონდ, რაღაცეებში მოზომილი უნდა ვიყოთ, ერთანეთთანაც და იმათთანაც საუბრებში, რომ მერე საუბარიც შეგვეძლოს და გვესაუბრებოდნენ ისინიც და ჩვენც, თავისუფლად ვესაუბროთ. შეურაცხყოფები, ზედმეტი რაღაცეები არ გვინდა, თორემ ამერიკაშიც რეაქციები რაზე იყო, ჩვენ რომ არ მოგვწონდა რაღაცა და ვამბობდით, რა ხართო ეს პატარა ქვეყანაო. 4 მილიონი არ ხართო და ყველა მხრიდან შეტევა და მეთქი- ხომ ხედავთ, როგორი ხალხი ვართ. უკრაინაში რუსეთ უკრაინის ომია, იქით ავღანეთი და სხვა მაგრამ მაინც ჩვენ ვართ წინა ხაზზე, საინტერესო ერი ვართ, ხან გავიცინებდით ხან არა.
რა უნდა ქნა, შენი ქვეყანა ყველგან უნდა დაიცვა, შევარცხვინე ის ქართველი, სხვა ქვეყნებს რომ უფრო მეტ პატივს სცემს. იქნებ ქალბატონი გუბერნატორი მიხვდეს, რომ ჩვენი არჩეული პრეზიდენტია და მაგაზეც მინდა, რომ გითხრათ. არჩევნები რომ ტარდებოდა 18-ში ჯერ პირველი ტური ტარდებოდა და შემდეგ მეორე ტური გახდა საჭირო, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები დაგვიკავშირდნენ, ჩემ ძმას დაურეკეს და ჰკითხეს, ხო არ შევხვდებოდი ოდირის ხელმძღვანელს. რა თქმა უნდა შევხვდი. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება ორ საათამდეც, საინტერესო დიპლომატი იყო , უფროსი ასაკის კაცი. სადაც ცხელი წერტილი იყო ყველგან საქმიანობდა. მკითხა აზრი, რას ფიქრობთო არჩევნებზე. მე ვუთხარი რომ პირველი ტური დამთავრდება ისე, რომ გამარჯვებული არ იქნება და მეორე ტურში, რადგან ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის წარმომადგენელი ყავს გრიგოლ ვაშაძე, პირდაპირ ვიცით, რომ რუსები გამოყავს ნაციონალურ მოძრაობას, მაგის გამო მეორე ტურში სალომეს უნდა დავეხმაროთ და პრეზიდენტი გახდებათქო. და მართლაც, მილიონზე მეტი ხმა მიიღო მეორე ტურში. პირველ ტურში ხმაც არ მიმიცია. კარგად გახსოვთ რაც ვთქვი. პრეზიდენტი გახდება თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ის/კანაფის დედოფალი/ შეიძლება გახდესო .
და მართლაც ისე იქცევა. გუშინ, როგორ გაბედა ეთქვა- ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყოო. თვითონ რა, კანაფის თრობის ქვეშაა მასე, რომ ლაპარაკობს და ხან ბავშვებს მოუწოდებს, ხან იმათ. მე მგონი მართლა კანაფის დედოფლად ყალიბდება.
ქალბატონო გუბერნატორო, იქნება ბოლო დღეებში მაინც გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი, დედა ხართ და სხვისი შვილები შეიცოდეთ. წინა ქადაგების დროს გკითხეთ, ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? და ხომ ხედავთ რა ხდება რუსთაველზე. თქვენნაირების წაქეზებული არიან და ევროპელებსაც ვთხოვ, ჭკვიანად და წესიერად მოიქცნენ. იმიტომ, რომ ერთმანეთს დავჭირდებით და ისე უნდა იყვნენ, რომ ჩვენთან დალაპარაკება შეეძლოთ. როგორ შეიძლებოდა საქართველოში იმ ოპოზიციას გაემარჯვა, რომელიც ვერ ბედავდა, რომ ოჯახური ტრადიციები კარგიაო ეთქვა, იმიტომ რომ პატრონები გაუბრაზდებოდნენ.
რა გაიმარჯვა, ვინ რა წაართვა. ყველანი 150-ვე ვინც აგირჩიეს პარლამენტში გამარჯვებულები ხართ და კიდევ ერთხელ გთავაზობთ დიდ შერიგებას, თორემ კიდევ ერთხელ ჩაივლის ეს დღეებიც, ჩააივლის და იძულებულნი გახდებით შეხვიდეთ კიდეც პარლამენტში, როგორც კი დაილაპარაკებენ და შეთანხმება შედგება, ევროპაც შეცვლის გადაწყვეტილებას, როგორც კანდიდატის სტატუსზე შეცვალა და ვიცი, როგორც მოხდა, ისე მოხდება. თუ არა, ჩვენ ვიცით, არ შევურიგდებით ვიღაცეების დიქტატს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, და მადლობას მოგახსენებთ ჩვენო ქალბატონებო, რომ ასე ლამაზები და ასე კარგები ხართ და გუბერნატორები არ ხართ ჩვენს ქვეყანაში, არც რუსის გუბერნატორი ხართ, არც საფრანგეთის და არც ნებისმიერი ქვეყნის.
ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, ასეთი ლამაზები და კარგები იყავით.
უნდა მიხვდეთ ახალგაზრდებო, პროქსი ომია და თქვენი გამოყენება უნდათ. საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს, თუ აქ რაც უნდათ ის მოხდა, გაიმარჯვებს უკრაინა, ბალტიისპირეთი პოლონეთი და რუსეთი, იმიტომ, რომ შემოვა და დამკვიდრდება, აგვაოხრებს და წაგებული ვიქნებით, ჩვენ. ამიტომ რაღაც უაზრო ომში არ უნდა შევიდეთ, ისედაც ოკუპირებულები ვართ. ეკონომიურად უნდა განვვითარდეთ, ეკონომიკა განვავითაროთ, განათლების დონე უნდა ავწიოთ. სკოლებში რომ სავალალო მდგომარეობაა, მიშას მთავრობამ ის გააკეთა, რომ განათლების სისტემა მოსპო, სასკოლო განათლებაც და უმაღლესი განათლებაც გამოსწორდება, მე ვფიქრობ. ადამიანს აზროვნება უნდა შეეძლოს. ევროპას მართმევენ, ვინ რას გართმევს, ვინ გიღებს. მიგვიღეს და უარი ვთქვით? ჩვენ განვვითარდეთ ისე, რომ აქეთ შეგვეხვეწონ.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და შევეცადოთ არ ვაგინოთ უცხოეთს , ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ამ არეულ მსოფლიოში იზოლაციაში ვერ იქნები, საქართველო სჭირდებათ და ნუ გვგონია მარტო ჩვენ გვჭირდება მათთან ურთიერთობა, მაგრამ წარმოიდგინე ერთმანეთთანაც თუ ჩვარივით იქნები ადამიანი, როგორაა ხო, როცა ღირსეული ხარ გაფასებენ. გავუფრთხილდეთ ქართველები ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ და პოლიტიკოსებს კიდე ვთხოვ, რა ზღაპრებს ყვებიან? კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ქალბატონ გუბერნატორს, იქნებ პრეზიდენტი გახდე, პრეზიდენტი თუ ვერა, იქნებ გაგახსენდეს, რომ ოდესღაც დედა იყავი.
გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ
ჩვენს უწმინდეს. ჩვენი ეკლესიის ყველა წევრს და საქართველოს ყველა მაცხოვრებელს ვულოცავ ამ დიდ დღეს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ!
მე მხარე ვერ ვიქნები. თუმცა ღმერთთან და საქართველოსთან ვდგავარ. კარგად ვიცი ვინ მართალია და ვინ მტყუანი, მაგრამ ვამბობ, რომ შევრიგდეთ ქართველები.სიტყვა თუ გაქვთ ნათქვამი, რა ძველი ბიჭები ხართ, თუ რა. მოდით ჩვენთან ეკლესიაში და სათქმელი გექნებათ, გვთხოვეს და პატრიარქის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდით. ერთმანეთის სიყვარულში და საქმის კეთებაში შევეჯიბროთ. ჩვენ არ გადმოვიტანთ აქ პროქსი ომს!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმინდის მადლით აღგავსოთ!