კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გაშუქებისას, ცნობილი ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა .
შემთხვევა ნიდერლანდები-არგენტინას თამაშის დროს მოხდა. თვითმხილველების თქმით, უოლი სტადიონზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილას იმყოფებოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და დაეცა. მისი გარდაცვალების გარემოებები და მიზეზი უცნობია.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 დეკემბერს, უოლმა პირად ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. მან აღნიშნა, რომ დახმარებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაცენტრის სამედიცინო კლინიკას მიმართა, რადგან მას ეგონა, რომ ბრონჰიტი ჰქონდა. მისი თქმით, მას მისცეს ხველის სიროფი და იბუპროფენი, რის შემდეგაც თავი უკეთ იგრძნო.