წყალტუბოს “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა,გიორგი მიქაძემ კლუბის თურქული შეკრება შეაჯამა:. “კარგი შეკრება იყო, ნაყოფიერი,სამწუხაროდ 1 შეხვედრა ამოგვივარდა , მაგრამ შევეცდებით კომპენსირება გავაკეთოთ ფიზიკური დატვირთვებით. კარგი თამაშები ვითამაშეთ თურქულ გუნდებთან, კარგად დავიტვირთეთ და კარგი გამოცდილება მივიღეთ. საერთო ჯამშ კარგი შეკრება იყო და ვფიქრობ ჩემპიონატში ძალან წაგვეხმარება. თამაშებზე ერთადერთი პრობლემა რაც გამოიკვეთა , არის ის რომ მესამე ზონაში, დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს გოლის გატანა. ვქმნით მომენტებს, სამწუხაროთ ვერ ვიტანთ. უნდა გამოვასწოროთ და ვიმუშაოთ, ჩემპიონატში არ გვეპატიება ქულების დაკარგვა. ამ თამაშებზე ზუსტად ეგრე იყო, ვქმნიდით მომენტებს და ვერ ვიტანდით გოლებს , სამწუხაროდ ვუშვებდით არაფრისმომცემ გოლებს. დატვირთვების ფონზე ვიყავით და არ იყო იოლი თამაშები. ის გუნდები, რომლებსაც ვეთამაშეთ, 4-5 დღეში ჩემპიონატს იწყებენ, უკეთ იყვნენ მომზადებულები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში 3-0 დავმარცხდით, არ იყო ის წასაგები, ჩვენზე მეტი მომენტი არ ქონიათ, უბრალოდ შეგვისრულეს” წყარო _FC Samgurali official
დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანია
დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევრო (5.3 დოლარი) იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც...