“ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახი რომაა და ამ ოჯახის წევრობა – დიდი ღირსება, ამაზე ხშირად მისაუბრია. წლებია ამ შემართებით ვხვდებით ხოლმე ყველა ახალ ფეხბურთელს, მწვრთნელს, შტაბის წევრს ჩვენთან. ამ ოჯახის უცვლელ წევრებად მივიჩნევთ, რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივრებსაც – მათ, ვისი თითოეული კომენტარი სოც. ქსელში, წერილები, თითოეული შეძახილი და სიმღერა ტრიბუნიდან, დახვედრა გასახდელთან – ერთი სიამოვნებაა. ხშირად მოედანზე მათ იმას ვერ ვახვედრებთ, რასაც იმსახურებენ. თუმცა ამის მიუხედავად ისინი ტაშს მაინც გვიკრავენ და ამისთვის დიდი მადლიერება მათ.
ცუდად ჩატარებულ თამაშს სათანადო ანალიზი და დასკვნები სჭირდება ჩვენი მხრიდან და ასეთი თამაშის მერე გამოხატული გულისწყრომაც სავსებით ლოგიკური და მისაღებია.
ბევრჯერ გვქონია წარუმატებლობა, ბევრჯერ დაგვიწყია ყველაფერი თავიდან, მაგრამ ერთად დგომით და შემართებით ეს ყველაფერი გადაგვილახავს ზუსტად იმიტომ, რომ კარგად ვაცნობიერებთ, რომელი ქალაქის ღირსებას ვიცავთ და ვის გასახარად გავდივართ მოედანზე.
წიინ თე ლა ვოოოო ✊️ ??”-წერს სოციალურ ქსელში “თელავის” კაპიტანი “საბურთალოსთან” მარცხის შემდეგ.