Site icon megatv.ge

დასუფთავების აქციის მონაწილე ახალგაზრდა ლეიბორისტებს სკვერი დასუფთავებული დახვდათ

კამპანია #შეარცხვინე და დაასუფთავე ჩვენთან ერთად – ლეიბორისტული პარტის, ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ავტოქარხანაში მდებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება თავიანთ თავზე აიღეს .  ადგილზე მისულებს კი დასუფთავების სამსახური დახვდათ ,    რომლებიც დილის 8 საათიდან სკვერს ალაგებდნენ .

„ჩვენ რამდენიმე  კვირის წინ გავმართეთ საპროტესტო აქცია და გავაპროტესტეთ ავტოქარხნის სკვერში არსებული ეკოლოგიური კატასტროფა  და ქალაქის მერიას მოვთხოვეთ ტერიტორიის დასუფთავება  , რომლის რეაბილიტაციაში ათასობით თანხა დაიხარჯა .  ქუთაისის თვითმმართველობამ რეაგირებაც კი არ მოახდინა ამ ფაქტზე  გამომდინარე აქედან ჩვენ დავაანონსეთ დღევანდელ დღეზე ,  რომ ქუთაისის ახალგზარდა ლეიბორისტები ავიღებდით პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე და დავალაგებდით  საკუთარ ქალაქს , მაგრამ ადგილზე მისულებს დაგვხდა მერიის მიერ გამოგზავნილი  დასუფთავების სამსახური “ – განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდა ლეიბორისტების ხელმძღვანელმა გაგი ახალაძემ
ამავე გუნდის  ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულების ხელმძღვანელის ინა კუხიანიძის თქმით , თუ არ მოიმოქმედე და გააპროტესტე ქვეყანაში ისე არაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება და  ეს ნამდვილად ჩვენი გამარჯვებაა , რადგან  მერია აიძულეს დაესუფთავებია  სკვერი .

ჩვენ, ადგილზე მისულებს, სკვერში სპეციალური სერვისების წარმომადგენლები დაგხვხვდნენ და ადგილიც თითქმის სრულად დალაგებული იყო.

 

Exit mobile version