სამხრეთკორეული სერიალ „კალმარის თამაშის“ მსახიობს, ო იონგსუს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
როგორც ირკვევა, ქალი ო იონგსუს 2017 წელს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს, 78 წლის მსახიობი კი ბრალდებებს უარყოფს.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სავარაუდო მსხვერპლმა პირველად საჩივარი პოლიციაში გასული წლის დეკემბერში შეიტანა, მაგრამ მიმდინარე წლის აპრილში საქმე დაიხურა ო იონგსუს წინააღმდეგ ბრალის წაყენების გარეშე. თუმცა პროკურატურამ გამოძიება დაზარალებულის მოთხოვნით განაახლა.