აშშ-ში, კალიფორნიაში სატვირთო მანქანიდან გზაზე 150 ათასზე მეტი პომიდორი გადმოიყარა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სატვირთო სხვა მანქანას შეეჯახა, შედეგად ტვირთი გზაზე გადმოიყარა. მიმავალმა ავტომობილებმა პომიდორი გაჭყლიტეს და გზაზე დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლის პომიდვრის პიურეს ფენა წარმოიქმნა.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 7 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ერთი კი საავადმყოფოში მოხვდა – მას ფეხი აქვს მოტეხილი. გზატკეცილის გასაწმენდად რამდენიმე საათი დასჭირდა.