როგორია ადვოკატის პოზიცია “კურიერში” გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებზე, რომელიც ძმებ კაკულიების გადაადგილებას ასახავს. ძმები კაკულიების ადვოკატის შეფასებით, შეუძლებელია კადრებით ბრალდებულების იდენტიფიცირება. ადვოკატი საუბრობს, რომ უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა და იმ პირების იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც “კურიერის” მიერ მოპოვებულ კადრებში არიან ასახულები. კაკულიების უფლებადამცველი ამბობს, რომ კადრებში ასახული პირები კაკულიები არ არიან.
“მათ უნდათ ამ ვიდეოებით პირის ამოცნობა, როდესაც კადრებში რეალურად არაფერი არ ჩანს, პირები არიან ჩაფხუტებით. ასევე გაუგებარია ჩემთვის, თუ რატომ უნდა იქცეს ორი ადამიანის მოძრაობა იმათ, რომ ესენი მაინცდამაინც ძმები კაკულიები არიან. ამას დასჭირდება სპეციალური ექსერტიზის დასკვნა. დღეს ვაპირებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს შევხვდე,”- აცხადებს ადვოკატი გიორგი ანთაძე.
“რუსთავი 2-მა” საქმეზე ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვა. მასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ბრალდებული ძმები ვაკის ტერიტორიაზე. კადრებში ასევე დაფიქსირებულია, როგორ მიდიან ისინი “მზიურის პარკის” მიმართულებით და როგორ მოძრაობენ ჩაფხუტებით პარკის ტერიტორიაზე.
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და კიდევ ორი მუხლით დაკავებულ ძმებს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდათ. არც ერთ ბრალდებას კაკულიები არ აღიარებენ.