იყო კარგი მოქალაქე იმაზე რთულია, ვიდრე იყო ნებისმიერი საქმის კარგი ოსტატი. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, ვისთვისაც ინდივიდთა ეს ორი მახასიათებელი თავსებადია და მარინე თოფურია მათ შორის გამორჩეულია ცოდნით, ხასიათით, შრომით. ოთო დანელია წერს:
,,ქეთის მილოცვამ იმაზე დამაფიქრა, რომ მარტო შენ არ ხარ ძლიერი, შვილებიც ასეთები გაზარდე… იქ ქართველობენ, საიდანაც საქართველო ასე შორსაა…
სხვანაირი შვილები არც ეყოლებოდა ქალს,რომელიც სხვების შვილებისთვისაც ცხოვრების გიდია…
ქარიშხლებთან მებრძოლო პოეზიის ქურუმო, თხემიდან ტერფამდე მოქალაქე ხარ და როგორი იშვიათობაა დღეს ეს…
რაღაცნაირად იცი შემოძახება,საჭირო დროს,საჭირო ადგილას…საჭირო სიტყვებიც რომ არასდროს გელევა?!..
ქვეყანა გეფიქრება.
ადამიანებზე დარდობ.
უბრალო ადამიანებს ექომაგები, ეფერები, ანუგეშებ…
ამასწინათ ტოლიკაზე წერდი…საოცრად სოლიდარული იყავი, რაღაცნაირად სახალხო ადამიანი…
ერთხელ მითხარი, სიბერეში ყვავილებს გავყიდიო…წარმოგიდგინე და მომეწონა ბროწეულისფერ კაბაში ჩაცმული თმადაფიფქული კი არ ყიდი, ჩუქნი ყვავილებს ადამიანებს…
ამ სურვილშიც რამხელა უბრალოებაა, ამბიციებისგან დაუტყვევებელი…
შენ ახლაც “ყვავილების გამყიდველი” ხარ, ცოდნის “ყვავილებს” ჩუქნი ქვეყანას…
რამდენიმე დღის წინ მოსწავლეების ვიდეო გედო, ლექსები უყვარდათ ბავშვებს ამ ვიდეოში…
განა მარტო ლექსებს, ღირსეული ნაბიჯებით სიარულს ასწავლი შენს მოსწავლეებს…
უჰ, რამდენი რამე შეიძლება ვთქვა შენზე…
დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მეგობარო!
ჭრელ კაბაში დაუბერდი ოჯახსა და მარტვილს…ჰო,მერე, ოთხმოცდაათს რომ გადასცდები, ყვავილების გამყიდველიც გახდი, როგორც ოცნებობ…მანამდე კი ბევრი “ყვავილი” გაუზარდე საქართველოს!..❤
მიყვარხარ,ჩემიანო!❤❤❤”-წერს ოთო დანელია.