“მთავარი არხის” ჟურნალისტმა და წამყვანმა, თეა ადეიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. მან შეკითხვები სააკაშვილს ციხეში გაუგზავნა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ გარისკა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა:
“მინდა გკითხოთ შიმშილობის გამოცხადების გადაწყვეტილებაზე. ამ დღეებში ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკას სჭირდება სააკაშვილი ფორმაში, ენერგიული და ჯანმრთელი. რატომ დაიწყეთ შიმშილობა პირველივე დღეს, უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა ძალების გამოზოგვა ხანგრძლივი ბრძოლისთვის? გიფიქრიათ იმაზე, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს?”
“დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის ლაივში, და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე” – პასუხობს მიხეილ სააკაშვილი.