ნათია ლოლაძე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ეს გამარჯვება დიდი პატივია როგორც საქართველოს წითელი ჯვრისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტობა შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.