ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 117 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დარტყმები განხორციელდა ბეირუთის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში, რის შედეგადაც ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაინგრა.
თავდასხმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ვაფიქ საფა არ დაშავებულა.