ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე, 65 ადამიანი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი არაბულ ანკლავში დილის საათებში დაიღუპა.
ადგილობრივები იუწყებიან, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ქალაქ ზავაიდაში უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს, ასევე ადამიანთა ჯგუფის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა საწვავის არარსებობის გამო ვერ მივიდა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში 42 409 ადამიანი დაიღუპა, 99 153 კი დაშავდა.