“ჯერ კიდევ 2018 წელს შევამჩნიე, რომ ქუთაისიც ეტაპობრივად ექვემდებარებოდა ქაოსურ განაშენიებას, მაგრამ ერთმანეთის წინ ჩაშენებულ კორპუსებს ასე მალე თუ ვნახავდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი.
ამ ქვეყანაში მართლა ყველაფერი პარტახდება და ამის ფონზე შეიძლება დიდ პრობლემად აღარავის ეჩენებოდეს ეს საკითხი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი სამი ქალაქიდან ქუთაისი ერთადერთია, რომელიც თბილისისგან და ბათუმისგან განსხვავებით გადაურჩა ველურ განაშენიანებას, ჩაბეტონებას და მწვანე საფარიც შემოირჩინა. ჰოდა, ისე ნუ ვიზამთ, ალექსანდრე კობერიძის ფილმი დაგვრჩეს მხოლოდ ქუთაისის სახსოვრად.” – წერს სოციალურ ქსელში ელენე ხაჭაპურიძე.
ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე