“იმისთვის, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით დავასრულოთ, ვაქცინაციას ალტერნატივა არა აქვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზებით დროულად აცრაც.
იმედი მაქვს, ჩვენი თანაქალაქელები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და მალე ყველა ერთად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში როგორც პირველადი, ასევე ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.”_წერს ქალაქის მერი სოციალურ ქსელში.