ილონ მასკმა, twitter-ის ოფისი თანამშრომლებისთვის სასტუმროდ გადააკეთა და იქ თავადაც ხშირად რჩება, – BBC-იმ სან ფრანცისკოში სოციალური ქსელის ოფისში მოწყობილი საძინებლების ფოტოები მოიპოვა .
შენობის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტს ქალაქის ადმინისტრაცია იძიებს. ცოტა ხნის წინ მასკმა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ მათ მრავალსაათიანი მუშაობა მოუწევთ, რათა კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს.