„ივანიშვილი რუსეთთან ჭიპლარით არის მიბმული. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა. ამავდროულად, ის და მისი მარიონეტები დასავლეთს ადანაშაულებენ, რომ მე გამომგზავნა მათი ჩამოგდების მიზნით – რაც სრული სისულელეა. ივანიშვილს არ ახარებს ის დიდი სიმპათია, რომლითაც მე ვსარგებლობ დასავლეთში. ისიც ჩუმად და უხმოდ გადასცემს საქართველოს პუტინს. მაგრამ ჩემ გარშემო არსებულმა ყურადღებამ ჩაშალა ეს გეგმა. მათ არ სურთ, რომ უკრაინაში დავბრუნდე და დავეხმარო ზელენსკის. პუტინმა თქვა, რომ მაწამებს და მომწამლავს. ბაიდენის კიევში ვიზიტზე საპასუხოდ, თავად მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჩემი პატიმრობა და მძიმე მდგომარეობა რუსეთის გამარჯვებაა | განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა BILD-თან ინტერვიუსას.
გერმანიაში, ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში, ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს 43 წლის მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, ქართველი ქურდობის დროს მაღაზიის დაცვამ შენიშნა, თუმცა გაქცევა მოახერხა. მაღაზიის მფლობელმა გასასვლელი კარი ჩაკეტა, გაღების მცდელობისას მან ხელები დაიზიანა, შემდეგ კი ცეცხლის...