,,ესე იგი, შვილიშვილები რომ წავიყვანო მარტო ხიდზე გადასასვლელად 120 ლარი მჭირდება.
კიდევ აქეთ იქით ერთი 200 ლარი. კარგი, ბუტერბროტებს სახლიდან წამოვიღებ.
თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?”-წერს სერგო ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში.
კანიონი რამდენიმე დღის წინ ოფიცილურად გაიხსნა:
? გაცნობებთ რომ 15 ივნისიდან განახლდა ტერიტორიაზე შესვლის და ატრაქციებით სარგებლობის ფასები.
? დაცულ ტერიტორიაზე, კერძო უცხოური ინვესტიციის გზით განხორციელდა უდიდესი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოეწყო ბილიკები, დასუფთავდა ტერიტორია, აშენდა ვილები და უმშვენიერესი ბრილიანტის ხიდი, რომელიც რეგიონში ერთადერთია და ანალოგი არ აქვს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტები გადასახადის გადამხდელები არიან საქართველოში, მათზე მოქმედებს 40%-ანი ფასდაკლება.
ასაკის და ატრაქციების მიხედვით დეტალური ფასები იხილეთ ქვემოთ:
დაცულ ტერიტორიაზე შესვლის და ხიდით სარგებლობის საფასური:
• სტანდარტული შესასვლელი ბილეთი საქ. მოქალაქე და რეზიდენტებისთვის ფასდაკლებით – 29₾
• სტანდარტული შესასვლელი ბილეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 49₾
• საქ. მოქალაქე და რეზიდენტი 3-12 წლამდე, ფასდაკლებით – 19₾
• უცხო ქვეყნის მოქალაქე 3-12 წლამდე – 34₾
• ბავშვები 3 წლამდე დაიშვებიან უფასოდ
ატრაქციები:
• ბაიკ-ლაინი – 120₾
• საქანელა – 1 ადამიანი – 80₾
• საქანელა – 3 ადამიანი – 150₾-წერია კანიონის ოფიცილურ გვერდზე.