Site icon megatv.ge

თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებ – გიგი უგულავა

თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, უბედურებას იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ივანიშვილს, ასეთი ენა ესმის – გამივიდა? გავალ თავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც უგულავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს.

“ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა შუაშია, იყოს გიორგი რურუა, რა მოხდა? არა! თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, უბედურებას იმიტომ, რომ ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] ასეთი ენა ესმის – გამივიდა? გავალ თავს! ამიტომ ხალხმა ამას უნდა შევხედოთ როგორც პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის და პრევენციას უკეთესი მომავალისთვის, რადგან თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს და მერე უკვე გვიან იქნება. სანამ დრო გვაქვს, უნდა ვიყოთ მტკიცე და მტკიცედ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება არის ძალაში, ის უნდა შესრულდეს, რურუა უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა იმართება.

Exit mobile version