გუშინ, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ამჯერად სკანდალურმა ექს-წყვილმა მუქი ფერის ტანისამოსი მოირგო. ჯონს ლურჯი კოსტიუმი ეცვა, ემბერი კი შავ ზედაში იყო გამოწყობილი. პროცესზე დეპი-ჰარდის აუდიოჩანაწერი გააჟღერეს. დეპი: წასვლა აუცილებელია, უბრალოდ აუცილებელი… ეს უმნიშვნელოვანესია, ახლა თუ არ წავედი, აქ იქნება სისხლიანი ბრძოლის ველი, ისევე, როგორც ეს მაშინ, კუნძულზე ყოფნის დროს მოხდა. (მაშინ ემბერმა ჯონს თითი წააწყვიტა) რატომ უნდა ვიყოთ უბედურები? ხომ შეიძლება რაღაცაზე ვთანხმდებოდეთ?
ჰარდი: მე წასვლას ვირჩევ!
დეპი: მაშინ რატომ ავირჩიეთ ამდენჯერ სასაკლაო…?