გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ქალბატონი ნუგეშა გაგნიძე.ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე :”როცა ვსაუბრობთ წარმატებებზე არ უნდა დაგვავიწყდეს მძიმე ფონი და “საბა”-ს დაჯილდოების ცერემონიალზე დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებულის,თემურ რეხვიაშვილის სიტყვა , რომელმაც თქვა რომ დედა ემიგრაციაში ჰყავს და თავადაც აპირებს წასვლას”
“ამასაც ააქვს თავისი კარგი და ცუდი მხარე, მე ძალიან მომეწონა ის ახალგაზდა და აბსოლიტურად მესმის მისი, მაგრამ ასეთი საზეიმო ვითარების დროს, როცა ასე ახალგაზრდა ასაკში ყველაზე მთავარი ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, რაც შენ შენი სამშობლოსგან მიიღე. მერე მეორე- გაქცევა შეიძლება კი არის გმირობა, მაგრამ გამოსავალი არ არის . თუ ყველა წავიდა ამ ქვეყნიდან , ახალგაზრდები ვისაც ძალა და ღონე აქვს, ენერგია აქვს, იდეები აქვს მაშინ ვიღას ვუტოვებთ ჩვენს ქვეყანას? ამაზე ლამაზი ქვეყანა არსად არ არის. თქვენ არ იფიქროთ რომ საზღვარგარეთ რომ მიდიან იქ არა აქვთ პრობლემები, უბრალოდ მერე ასე იოლად აქეთაც ვეღარ მოდიან. მე 97-წლის შემდეგ დავდივარ და დარჩენის სურვილი არ მქონია. ხანდახან კი ვწუწუნებ ნეტავ ხომ არ დავრჩენილიყავი თქო, მაგრამ ყოველთვის მოვდიოდი იმიტომ, რომ თუ სხვაგან წახვალ იქ სხვა პრობლემები გექნება”_განაცხადა ნუგეშა გაგნიძემ.