თურქეთში, პირველი მიწისძვრიდან 90 საათში მაშველებმა ჩვილი და მისი დედა გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს .
გამოცემის ინფორმაციით, 10 დღის ბიჭი, სახელად იაგიზი ნანგრევებიდან ჰათაის პროვინციაში ამოიყვანეს. ბავშვი და მისი დედა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი ცნობები არ გავრცელებულა.