პროტესტი დასრულდა – 15 დღის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა, რექტორის კაბინეტი დატოვა.
განცხადებაში, რომელიც მოძრაობამ „ბრძოლა განათლებისთვის” გაავრცელა, აღნიშნულია, რომ პროტესტმა კონკრეტული შედეგები გამოიღო, მათ შორის, უნივერსიტეტში „ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით” დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, საერთო საცხოვრებელი მიმდინარე სემესტრში გახდა უფასო, გაიხსნა დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი, ასევე, ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი, რომელიც მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით”.
გარდა ამისა, სტუდენტების განცხადებით, პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრები მოეწყო სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან.