Site icon megatv.ge

თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რევაზ კეკელიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, თელავში ჭონქაძის ქუჩაზე 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ყოფილმა ქმარმა მოკლა. ამის შემდეგ მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ვინ არის ქალი, რომელიც ქმარმა თელავში მოკლა

Exit mobile version