მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევა გუშინ საღამოს, თელავში, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული მიღებული დაზიანებების შედეგად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.