”
#თეატრისბიჭის ამბები
ახლა მთავარია ვნებები დაცხრეს. რეზიკოს ვნებებს ეს ვეღარ გადააჭარბებს.
ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა დავწერო:
თეატრს რეზი არ მოუკლავს!
თეატრით რეზიკომ მისი ლეგენდა დაბადა და დატოვა საკუთარი თავი მის ისტორიაში!
ცუდია, რაც მოხდა. უფრო ცუდი არ შეიძლებოდა მომხდარიყო. ლეგენდის დაბადებას სხვანაირად ველოდით.
მაგრამ❗️ ამ ფაქტსაც სხვანაირი გააზრება და გაზიარება მოუხდებოდა – უკეთესი თეატრისთვის გაერთიანება❗️ გონივრული, თუნდაც #თეატრისბიჭის სიყვარულისთვის, ერთმანეთისთვის, ამაღლებისთვის იმაზე, რაც უკვე თქვენც ბევრჯერ, ტკივილებად გაგივლიათ ცოტა უფრო უბრალო ან ბრალიანი სიტყვებით- ერთმანეთთან, ერთმანეთის ზურგს უკან, პირისპირ, სცენაზე, კულისებში.. სხვადასხვანაირი ტემპერამენტით, სხვადასხვანაირი ბიოგრაფიით, გმირობის და თავგანწირვის სხვადასხვა ხარისხით.
რეზიკოს უნდოდა მესხიშვილის თეატრში მარადისობა და მიიღო ის საკუთარი სიცოცხლის ფასად. თვითონ გადაწყვიტა 🙁
#თეატრისბიჭი ერთად უნდა გავაგრძელოთ! <3″-წერს ზეკო ხაჩიძე