თბილისში, წერეთლის გამზირზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული – დაჭრილია ერთი პირი. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
არსებული ცნობებით, შემთხვევა ავტობუსში მოხდა. დაჭრილი 70 წლამდე კაცია. დაჭრილს ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ახალგაზრდამ დაჭრა მოხუცი კაცი. ჩხუბის ხმა არ გამიგია . დამიწყეს ყვირილი ავტობუსი გააჩერეო და გავაჩერე “-ამბობს მძღოლი
თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.