იაგო ფრანგიშვილი
მარადიული დედამიწაზე არაფერია.
ცხოვრება, მმართველობა შედგება დღეების, კვირეების, თვეებისა და წლებისაგან.
ერთი მეორის გადაგორებით მარადიულის ელფერი შეიძლება მისცე ყველაფერს, მთავარია რომ ეს ,,გადაგორება,, გაცალონ.
მთავარია რომ ამ გადაგორებისას ადამიანები გაართო, მისცე გრძნობა რომ მოქმედებენ, რაღაცას აკეთებენ, ებრძვიან უიმედობის წრეზე ტრიალს.
აი ესაა მთელი სტრატეგიაც, ტაქტიკაც და წარმატების გარანტია საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა.
ამას ყველაფერს ესაჭიროება საკმაოდ დიდი პორციით აქციონიზმი, ტრაგიკაც და სცენური დაძაბულობაც, კარგი რეჟისურა და შესაბამისი ამბიენტე, კონტექსტი.
სტატისტები ყველგან საკმაოდაა.
იმედიანობის ხავსზე მოჭიდება და რეჟისორების ლიდერებად გამოცხადება ადამიანის ბუნებაშია ჩადებული.
კონტექსტებიც საკმაოდ ბუნებრივად მოაქვს ცხოვრებას, პოლიტიკურიც და სოციალურ დრამატულიც.
თუკი ყველაფერი კარგად აუწყე ერთიმეორეს ხელისუფალმა, უკვე პერპენტუმობილეა, თავისით მუშაობს სისტემა, პურიც არაა საჭირო, სანახაობაც საკმარისია და ის სტატისტები ამ სანახაობისათვის კიდე აქეთ იხდიან, გზავნიან, რიცხავენ, დედამიწის ყველა კუთხიდან.
მთავარია დასაქმების იმიტაცია მისცე, რაღაც როლში მოათავსო და ყველა ჯიბეში გყავს, ყველა შენი კვირეების, თვეების, წლების უსაფრთხო გადაგორებისათვისაა გაბმული ამ უღელში.
სისტემა კონსოლიდირებულია, დაცულია შიგნიდან, ადგილობრივ ქართული კონტექსტიდან.
რამდენ ხანს გაგრძელდება თემა ,,ევროკავშირის წევრობის კანდიდატად არ მიგვიღეს,,?
სურვილისამებრ წლებიც
თითო პუნქტი 6 თვეც
ყოველ ახალ პუნქტზე ახალი პრემიერი
მერე რაიმე წამოგეწევა, მაგალითად ზამთარი, მაგალითად ჯანმრთელობა
მერე რაიმეს წამოიწევ, მაგალითად რელიგიურს, მაგალითად პრაიდულს, ესენიც ხომ ამ თეატრალიზმის ტყუპი მსახიობებია.
მერე მსოფლიო კონტექსტიც დაგეხმარება, უკრაინა მოაწერს რაღაც მშვიდობისმაგვარს ხელს და როგორ, ეს გამოვცადეთ 2008ში, დაიწყება პოლიტიკური შინდა ნაგავის სროლა იქაც ერთიმეორეზე და ესეც გადაგაგორებინებს საკმაო დროს ,,აი, ხომ გეუბნებოდით!!!,,
ან სულაც, ყოველ 6 თვეში ერთხელ შეგიძლია ნიშნისმოგებით ვინმე ალტინფოელს აკითხვინო ,,ჰაა, მიიღეს უკვე წევრად უკრაინა და მოლდოვა? კანდიდატობა რისი მაქნისია?,,
მოკლედ, არ გამოილევ, არ გამოგილევენ საჭირო და სასურველ კონტექსტებს, ამბიენტეს.
ამ ჩაკეტილ სისტემაში ყოველი უაზრო მოძრაობა და ქმედება შემდეგ უაზრო მოძრაობას და ქმედებას იწვევს, უკვე ვეღარც კი აანალიზებს ადამიანი, შენით მოქმედებ თუ ვიღაცა დაგეჯახა.
ასე ათეული წლები შეგიძლია გადააგორო…..
აი ამ სტაბილურ სტადიაშია საქართველოს ტერიტორიაზე, მის დარჩენილ საზღვრებში არსებული რაღაც სისტემა, რაღაც კონგლომერატი.
ვინც ზევით აიხედავს ზეცას დაინახავს, მიხვდება რაღაცას და გარბის.
ვინც ვერაფერს მიხვდა და მაინც მოეწონა ზეცა, ისიც გარბის და
ვინც ზევით ვერ იხედება, არის ამ კონგლომერატში სისტემები, რომლებიც ზევით აახედებენ, ცისფერ ზეცას დაანახებენ, რამდენიმე ათას დოლარს გამოართმევენ და გააქცევენ ამ ქვევრიდან….
მერე რამდენიმე კვირაში სადმე ევროპის თუ ამერიკის ქალაქში უფულოდ, უსახლკაროდ, უსაჭმელოდ დგას დიდი მარკეტის წინ და სიგარეტის, წვერისსაპარსის, მობილურების თუ ასეთი წვრილმანის მოპარვის სანუკვარ გეგმებს ჭედავს.
მერე უცხოელი თანამემამულე ადვოკატის საქმეში ეხმარება, საქართველოს ჭურში დარჩენილი ნათესაობა ადვოკატის ფულს უგროვებს და ყველა ისევ დაკავებულია რაღაცით……
დიდი ხნის ემიგრანტი, რომელიც ეხმარება იმითაა დაკავებული, რომ საკუთარი ბედნიერი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიაზროს.
საქართველოში დარჩენილი ნათესაობა იმით, რომ რაღაცა ბანკის გარანტიად ჩადოს შვილის დასახსნელად და პარალელურად კი ეს საშინელი დემოკრატია თუ დასავლეთი აძაგოს.
ციხეში მყოფი კი იმაზე ფიქრობს, თუ დაადეპორტეს, როგორ შეიცვალოს სახელი და მეორედ როგორ სცადოს ბედნიერება, ამას იქვე ადგილზე ასწავლიან უკვე გამოცდილი და სამჯერ გადეპორტირებული თანამემამულენი….
დრო კი მიდის, გადაგორდება კვირა, თვე, წელი, წლები
მინდოდა რაღაც დამეწერა, ვრცლად
უმთავრეს დასავლურ ფასულობაზე, უფრო სწორად, აბსოლუტურ დაუწერელ შეთანხმებაზე დასავლეთის ასე განსხვავებული სისტემების, ქვეყნების, პოლიტიკური მოძრაობების თუ საზოგადოების შიგნით.
მინდოდა რაღაც დამეწერა თემაზე ,,უკან ევროპაში,, თუ ,,დავბრუნდეთ ევროპაში,,
მაგრამ, ამისთვის მსმენელია, მკითხველია საჭირო
მკითხველი, რომელმაც იცის რაა თავისუფალი აზროვნება, რას ნიშნავს საცრის წყლით გავსება
ასეთი კი ცოტაა
ის, ვინც გეგონა რომ ასეთია, ხედავ რომ ახალი საცრის, ახალი ,,ლიდერის,, ძიებითაა დაკავებული.
ხედავ რომ ვიღაცის ახლის ჰეროიზაციითააა დაკავებული.
არადა, ლიდერი კიარაა საქმე, არამედ საქმე და იდეაა საქმე, რომელსაც ლიდერი თავისით გამოუჩნდება, თუ იდეა დახვეწილია და გასაკეთებელი საქმე იცი რაცაა.
საქმე არაა ,,ვიღაცის გაგდება მინდა,,
საქმეა, ის, თუ რატომ გინდა, რისი კეთება გინდა თავისუფალ ადამიანს, იმ ვიღაცისაგან თავისუფალს.
აი ეს თუ გაიაზრე და დაიწყე იმ საქმის კეთება, რაზეც ხელი მიგიწვდება, ლიდერიც გამოჩნდება, ქარიზმასაც გამოუჩნდება კონტექსტი, რომ წარმოჩინდეს.
დღეს ეს შემეცნება, ამგვარი საქმიანობის აუცილებლობა ძალიან შორსაა საქართველოში არსებული სიტუაციიდან, ამიტომაც, ბევრ წერასაც არააქვს აზრი.
ძალიან მოკლედ კი, აშკარად უნდა ვთქვა
სირცხვილია და უბრალოდ უწიგნურად ჩაგთვლის ევროპაში რაღაც 8 კლას განათლებული ადამიანი, როცა ამბობ რომ ,,ევროპაში გინდა დაბრუნება,,
ისტორია და ფაქტები მინიმალური დონითაც კი ყველგან ისწავლება
ბიზანტია აღმოსავლეთის იმპერია იყო
რომი დასავლეთის
ფაქტია.
ჯვაროსნებთან დგომა 700 თუ 500 წლის წინ არაა ,,ევროპელობა,, და იოჰანეს პავლე მეორემ, პოლონელმა რომის პაპმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90იან წლებში ძველ ბიზანტიელებს, ძველ კონსტანტინოპოლს და მის პატრიარქს ორჯერ მოუხადა ბოდიში იქ ჯვაროსნების საქციელისათვის.
აი ესაა ევროპა და აქ, ამ ფასეულობაში ჯერ არ ვართ.
ჩვენ ჯერ კიდევ ვჯვაროსნობთ.
ევროპა რომ ძალიან კარგად წარმოიდგინო, თუ რაა ფასეულობრივად, ამერიკული პოლიციურ პატრიოტული ფილმი უნდა გქონდეს ნანახი, სადაც, სახელმწიფო დამნაშავეს 5 შტატის პოლიციელი და ფედერალური სამსახური დასდევს დასაჭერად, მერე სადღაც შტატების საზღვარზე დაიჭერენ და მერე მთელი ფილმი იმაზეა დავა, თუ ვისი პრეროგატივაა, ვისი ქმედების სფეროა დამნაშავეს ბორკილი დაადოს.
ამით იმის თქმა მსურს, რომ ლოკალური პატრიოტიზმი ევროპის ყველა კუთხეში, ყველა სოფელში იგრძნობა, მაგრამ, სახელმწიფოებრიობა არასოდეს, არასოდეს ავიწყდება არავის, გინდ მემარჯვენეს, გინდ მემარცხენეს, გინდ ლიბერალს და გინდაც ულტრაკონსერვატივს.
აი ესაა ევროპა.
სახელმწიფოებრიობისადმი დამოკიდებულება ცალსახაა და ამიტომაა მრავალფეროვანი, რამეთუ 27 სახელმწიფოა და ორასჯერ მეტი ამაყი რეგიონია.
დემოკრატიის და სამართლიანობის უმაღლესი ინსტანცია არაა ევროპა,
რომის პაპზე კათოლიკი არაა ევროპა და იცის, რომ მისი წევრებისათვის სახელმწიფოებრიობა უმაღლესი ფასეულობაა.
ამიტომაც არაფერს ამბობს იმ 20% ბალტიისპირელზე, რომელთაც ყველანაერი სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპის დარღვევით რა გააჩნიათ არჩევნბში ხმის მიცემის უფლება.
დიახ, ევროპაა ისიც, რომ თუ დაჭირდა შენს სახელმწიფოებრიობას, მეორე და მესამეხარისხოვანი მოქალაქეობაც მოსულა.
ევროპაა ისიც და გერმანიაა ისიც და ანგელა მერკელი, ოლაფ შოლცი და მწვანეთა პარტია და მემარცხენე რადიკალები და ყველა ერთადაა მაშინ, როცა ნეოფაშისტის ხმებით არჩეული, ლეგიტიმური პარლამენტარების ხმებით არჩეული ბუნდესლანდის პრემიერმინისტრის სტატუსი ყოველგვარი სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპის საწინააღმდეგოდ ანულირდება.
აი ესაა ევროპა. აი ამიტოა ევროპა ძლიერი და აი ამიტომ ვერ ვართ ჯერჯერობით ევროპა.
არაერთხელ გვითხრეს, რომ უკვე მეორე მსოფლიო ომის მერე არცერთი ევროპული ქვეყნის არცერთი ყოფილი პრეზიდენტი არსად და არასდროს არ ყოფილა პატიმრობაშიო.
არც ბულგართში, არც რუმინეთში, არც უნგრეთში.
ევროპას პოლიტპატიმრები არ ყავს.
იმიტომ კიარა რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს არ ანადგურებენ.
ნახეთ პოლონეთ და უნგრეთი.
მეთოდებშია პრობლემა.
ანადგურებს პარტიის დაფინანსების კანონით, საშემოსავლო გადასახადით, და არა ბორკილით, არა ფიზიკური წამებით და გამოკეტვით.
როგორ ფიქრობთ, რომელიმე ფრანგმა რომ 40 მილიონი ევრო მიაყვილიფოს და ერთი ხუთი წელი ციხეში გამოკეტონ, ვინმეს ექნება პრობლემა?
და ნიკოლა სარკოზი რომ არ გამოკეტეს, უბრალოდ ,,ოჯახური არესტი,, რომ დაუწესეს, ამაში აქვთ ფრანგებს პრობლემა? ეს ორმაგი სამართალიაო?
არა და ეს იმიტომ რომ პრეზიდენტი ინსტიტუციაა და თუ ამ ინსტიტუციას ,,ყოფილიაო,, უწოდე და დააპატიმრე, არ ხარ უკვე სახელმწიფო.
აი ესაა ევროპა და აქედან ძალინ, ძალიან შორს ვართ.
ევროპაში სოციალური კაპიტალიზმია და კაპიტალიზმი ანუ კერძომესაკუთრული წყობა და თავისუფალი ბაზარი რაცაა, ყველამ იცის.
აი ესაა ევროპა?
თავისუფალი ბაზარია და კაპიტალისტური წყობაა ევროპა?
თუ ასე ფიქრობ, ევროპაში ერთი დღეც კი არ გიცხოვრია ნაღდი ცხოვრებით.
ევროპა ნაციონალური პროტექციონიზმია ყველა სფეროში, იქნება ეს კულტურა, მეცნიერება, ბიზნესი, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა.
ევროპა სელექციური პროტექციონიზმის დედაბუდეა, სუბვენციებისა და საკუთარი ხალხის, საკუთარი ნაციონალური სოფლის მეურნეობისადმი, საკუთარი ნაციონალური წვრილ და საშუალო ბიზნესმენისადმი პროტექციის, დახმარების, სუბვენციის ბუდეა.
და თუ გინდათ დაინახოთ ევროპაში მართლა მასიური და მართლა გრანდიოზული პროტექციონიზმი, ბიზნესის ბიგ პლეიერებს უნდა გადახედოთ, ინტერნაციონალურობის მიუხედავად ამ კონცერნებს საკუთარი წარმოშობის ქვეყნებში სუბვენციების შარავანდედებით მოსავენ.
გერმანიაში ესაა მანქანათმშენებლობის ყველა ფორმა, ჩრდილოევროპის ქვეყნებში ესაა ენერგიის წარმოების ყველა ფორმა.
საფრანგეთში ესაა კომპიუტერული და პროგრამირებადი ტექნოლოგიების, კრიპტოტექნოლოგიების ყველა ფორმა.
პოლონეთში ესაა საამშენებლო ბიზნესის და გეიმინგ პროდუქციის ყველანაერი ფორმა…..
სოფლის მეურნეობის სუბვენციებს არ ვახსენებ, ამას მონსტროზულ გრანდიოზული სახე აქვს ყველა ევროპულ ქვეყანაში.
აი ესაა ევროპა და აქ ვართ კიარა, საკუთარის განადგურების სპეციალიზირებაში ჩემპიონები ვართ, თუკი თურქული პამიდორი იაფია და შემომტანი ვიღაც კაი ტიპის ოჯახია ან ოჯახებია.
დისტრიბუციის, იაფფასიანი და სხვისი სუბვენციის საქონლის დისტრიბუციის ქვეყნად ვაქციეთ სახელმწიფო საკუთარი მეურნეობის ხარჯზე.
ეს არაა ევროპა.
რას ელოდება ევროპა ჩვენგან? ამ 6 თვეში რა სურს რომ მოხდეს?
ელოდება არც მეტი და არც ნაკლები, ეროვნულ თვითშეგნებას, ელოდება ქართული ნაციონალური ინტერესების გაცხადებას და მათ პრიორიტეტულობის ცასახა აღიარებას.
ელოდება არჩევანს ჩვენი აზროვნებისა და ჩვენი გონებისა რომ განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს პროსახელმწიფოებრივი გზა და ეს გზა ავირჩიოთ პრიორიტეტად,
მიუხედავად დემოკრატიისა, სამართლის უზენაესობისა, ბიზნეს წარმატებისა.
ჩვენგან ელოდება არა იმის დემონსტრირებას, თუ რა გვსურს,
არამედ იმის საქმით დანახვას, თუ რა გზას ვადგავართ და რაა ჩვენი მიზანი.
,,უკან ევროპაში,, არაა მიზანი და ამას ვერცერთი ევროპელი უბრალოდ ვერ იგებს.
რატო გინდა ევროპაში, რა გინდა ევროპაში, რომელი მრავალფეროვნება, რომელი სუბვენციის სურვილი, ქართული მეურნეობისა და სახელმწიფოს როგორი სახის პროტექციონიზმი, რა პროგრამა მოგაქვს ევროპაში, რომ ის, ევროპა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადო.