პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელიდან ევაკუტორით გადაიყვანეს.
ზურაბ ჯაფარიძეს სუს-ის შენობის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჰქონდა ჩაკეტილი, რის გამოც ადგილზე ევაკუატორი გამოიძახეს. ჯაფარიძე მანქანიდან არ გადმოსულა.
ცნობისთვის, “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა, საქართველოს 6 დიდ ქალაქში, სუს-ის ოფისების შესასვლელების ბლოკირება ავტომობილებით მოახდინეს.