Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვარიანტის შესახებ შეშფოთების ფონზე, ვაქცინის მეოთხე დოზა საბოლოოდ საჭირო შეიძლება გახდეს.
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ის აქამდე მიიჩნევდა, რომ მეოთხე დოზა მესამე დოზის მიღებიდან 12 თვის შემდეგ შეიძლება საჭირო გამხდარიყო, თუმცა „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ვადები უნდა გადაიხედოს.
„ვფიქრობ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაგვჭირდება. „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელებიდან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ, რადგან ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. შეიძლება უფრო სწრაფად დაგვჭირდეს მეოთხე დოზის მიღება“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.