,,ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი, საზარელი ამბავი მოხდა. თავზარდაცემულები ვართ. ლელასთან ერთად ვმუშაობდი წლების წინ, ძალიან კარგი ადამიანი იყო. წარმოშობით ადიგენის სოფელ ლელიანიდან არის ლელა (სიდედრი), ადიგენშიც აქვს ბინა. ძალიან კარგი ძმები ყავს.
წლებია თბილისში წასულები არიან და იქ ცხოვრობდნენ. პირადად ვიცნობდი მის ქალიშვილს მარის, არაჩვეულებრივი გოგო იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კერძოდ ყელში, ხმოვან იოგებზე ჰქონდა სიმსივნე და ის ამოიჭრა.
ძალიან ვგულშემატკივრობდი და ხშირად ვკითხულობდი მისი ჯანმრთელობის ამბავს, გამოძვრა, ძალიან ბევრი იწვალეს, რომ დაემარცხებინა ეს დაავადება.
ერთი შვილი ჰყავთ, უკვე დიდია და ალბათ ის იტყვის რამე პრობლემა იყო თუ არა მათ სახლში. თავიდან როცა გავიგეთ რომ სამივე გარდაცვლილი იყო, ითქვა, გაზით გაიგუდნენო.
ასე იცოდა აქ ყველამ, მაგრამ შემდეგ გავიგეთ ეს თავზარდამცემი ამბავი. გაოგნებულები ვართ. რა კონფლიქტი ჰქონდა ცოლ-ქმარს, არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა ჯერ არავინ იცის. ან ვფიქრობ, დათო ჭკუიდან შეიშალა და ამიტომ დატრიალდა ეს ამბავი. ახსნას ვერ ვპოულობთ, გაოგნებულები ვართ.
რაც შეეხება დათოს, ის წარმოშობით არის ზარზმიდან, ჩემს შვილთან ერთად ცეკვავდა, ძალიან კარგი ბავშვი იყო. მაგრამ წლების წინ საცხოვრებლად წალკაში გადავიდნენ.
დიდი ხანია იქ ცხოვრობდნენ. როგორც ვიცი, დათოს დალევა უყვარდა, სვამდა ხშირად და ამის გამო თავის მშობლებთან უთანხმოება ჰქონდა, ამიტომ გადავიდნენ ცოლ-ქმარი სიდედრთან საცხოვრებლად. იქ რა მოხდა, მართლა არავინ იცის.
რა მოხდა, მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს. ერთი ისიც შემიძლია გითხრათ, რომ დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, მიჯაჭვულები იყვნენ ერთმანეთთან. ფაქტია, რაღაც მიზეზით ეს ტრაგედია მოხდა, არის ვერსია რომ შეიშალა დათო და დაატრილა ეს ტრაგედია. ეჭვიანობა გამორიცხულია, რადგნ მარი უწესიერესი და კარგად აღზრდილი გოგო იყო. ძალიან მტკივა ეს ამბავი.”-ოჯახის ახლობლის მონათხრობი
წყარო: ambebi.ge