„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კრწანისში გმირთა მემორიალი 9 წლის ბავშვმა, შემთხვევით დააზიანა. ირკვევა, რომ ბავშვმა ქვა ისროლა, რომელიც სწორედ მემორიალს მოხვდა.
შეგახსენებთ, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.
მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.