რუსეთის პირველი არხის დირექტორთა საბჭომ კონსტანტინ ერნსტთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ გენერალურ დირექტორად ალექსანდრე დუგინი დანიშნა. გადაწყვეტილება საგანგებო სხდომაზე მიიღეს
“მე ვარ რუსეთისა და რუსი ხალხის ერთგული შვილი, რომელმაც ახლა საბოლოოდ დაიწყო გამოღვიძება.
ჩემი ფრონტი საინფორმაციო ომია. სახელმწიფოდან განვაგდებ მთელ რუსოფობიურ ელემენტს, ყველა ამ ლიბერალს, კომიკოსს და ერთხელ და სამუდამოდ შევწყვეტ სულელურ შოუებს“, – ამბობს დუგინი თავის გეგმებზე საუბრისას.
ის ასევე გეგმავს ყველა თანამშრომელთან გასაუბრებას, მათი სოციალური გვერდების გაანალიზებას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მათ სამსახურიდან გათავისუფლებასა თუ დატოვებაზე.
აპრილიდან კი დუგინის არხზე გამოჩნდება გადაცემები – პროექტი ევრაზია, კონსერვატიული რევოლუცია და მრავალპოლარული სამყაროს თეორია, რომელსაც თავად უძღვება.