ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას ბათუმში. შემთხვევა ბარცხანის ხიდთან მოხდა. “აჭარაNews”-ის ინფორმაციით გარდაცვლილები არიან თაზო გოგიტიძე და ზაალ თურმანიძე.
როგორც ცნობილია გუშინ ბათუმში ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში ტრავმული შოკითა და პოლიტრავმებით გადაიყვანა.