Site icon megatv.ge

ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ-ნატოს გენერალური მდივანი

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მიზნის ერთ კვირაში მიღწევა დაგეგმა.

„ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: მას დასახული მიზნების ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან. თუმცა, ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინელების გამბედაობისა და პროფესიონალიზმის, ასევე ნატო-ს მოკავშირეების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდა რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

Exit mobile version