ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო გასააქტიურებელია და ამ მიმართულებით თუკი რაიმე საშუალება არსებობს, როგორც კამპანიის კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, Pfizer-ის ახალი ვაქცინა უკვე სამ კვირაში გვექნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.