“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს.
სამივე პირი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.