ჯანდაცვის მინისტრმა ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ისინი პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობაში არიან.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.