Site icon megatv.ge

“ეს ხალხისთვის თვალებში შეფურთხება ხო არ არის?!”-ქუთაისში სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ

მამუკა ბახტაძე გადადგა. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა. ბახტაძემ მისი მამრთველობის პერიოდში განხორცილებული ცვლილებები შეაჯამა. უკვე ყოფილი პრემიერ მინისტრი წერს: „დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“-მკითხულობთ პოსტში.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკაშირებით უკვე რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად საუბრობენ . თავიდან უარყოფილი ინფორმაციაა საბოლოოდ სწორედ ბახტაძის თანამდებობიდან წასვლით დადასტურდა. თუ ვინ იქნება ახალი პრემიერი ამას საზოგადოება უკვე 3 სექტემბერს შეიტყობს.

პოსტზე მედიაში შსს მინიტრი გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი , რეგიონული განავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიაზრებიან . გახარიას დაწინაურების შემთხვევაში კი მის პოსტზე დასანიშნ კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  მოიაზრება. მეგა ტვ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ სამთავრობო ცვილებებზე ქუთაისში და რა მოლოდინი აქვთ მათ…

Exit mobile version