Site icon megatv.ge

ეს შენობა ისევ განადგურდება, ისევე როგორც ნადგურდება მთავრობის სახლი – გიგა შუშანია

,,ივანიშვილი აგრძელებს ქუთაისის წინააღმდეგ ბრძოლას”- განაცხადა  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში   გიგა შუშანიამ. პოლიტიკოსი ასე  ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის, შესაძლო აღარ განთავსებას გამოეხმაურა.

,,ივანიშვილი აგრძელებს ქუთაისის წინააღმდეგ ბრძოლას. ახლა შეპირებული პოლიციური ჰაბიც აღარ გახსნეს. შენობა დააკონსერვეს და ყველა ქუთაისელი თანამშრომელი გამოყარეს პარლამენტიდან. ახლა ზეწოლა მიდის მათზე, რომ ხმა არ ამოიღონ და ის მიზერული კომპენსაცია, რომელიც კანონოთ ეკუთვნით, აშინებენ რომ არ მისცემენ. ეს შენობა ისევ განადგურდება, ისევე როგორც ნადგურდება მთავრობის სახლი. ასეულობით მილიონი ლარი არის ინვესტირებული სახელმწიფოს მიერ ამ შენობებში იმისათვის, რომ ქუთაისი გამხდარიყო პოლიტიკური ცენტრი.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.

პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. რა დატვირთვას შეიძენს შენობა ჯერჯერობთ უცნობია.

Exit mobile version