“ორიოდე დღის წინ ქუთაისის ლადო მესხიშვილი სახელობის თეატრში ვნახე სპექტაკლი ,,მედეა”, რომელიც რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა. სექტაკლი ფრანც გრილპარცერის დრამის ,,ოქროს საწმისის” მიხედვითაა გაკეთებული. იგი ორმოქმედებიანია და დაახლოებით 3 საათი გრძელდება. სპექტაკლის ავკარგიანობაზე საკმაოდ შეიძლება ითქვას, კარგიც ბევრია მასში და სადავოც. მაგრამ ამჯერად პირველ მოქმედებაზე შევჩერდები. ესაა არგონავტების მოსვლა კოლხეთში, მათი შთაბეჭდილება, მედეასთან იაზონის მოულოდნელი შეხვედრა და ანთებული სიყვარული, აიეტის შეხვედრა არგონავტებთან, ოქროს საწმისის გატაცება, აბსირტეს მკვლელობა და ა.შ. საერთოდ, სპექტაკლის მიხედვით, ჩვენი სამშობლოს, ძველი კოლხეთის იმჟამინდელი მდგომარეობა ძალზედ ცუდ ასოციაციებს იწვევს, ცოტა დამამცირებელიც არის რბილად რომ ვთქვათ. აიეტი დაჩაჩანაკებული მოხუცია, თანაც მშიშარა და უსუსური. აბსირტეც, მისი შვილი, მშიშარა და უბადრუკია, კოლხები განუვითარებელი და ველური ხალხია, ბერძნები კი მამაცები და გმირები. ეს გარკვეული თვალსაზრისით გასაგებიც შეიძლება იყოს გერმანელი გრილპარცერის პოზიციიდან და ზოგადათ ,,ევროპაცენტრიზმის” შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც მძიმე გამოდგა ჩვენთვის ამის გადამეტებულად წარმოჩენა. მით უმეტეს, რომ თვით აიეტი ამბობს თავისი პირით თავის ქვეყანაზე – ,,დაჩაჩანაკებული კოლხეთიო..”. იქნებ მომეყურათქო ვიფიქრე, მაგრამ ჩემს ირგვლივ მსხდომებმა საწყალობლად, შეწუხებულებმა შემომანათეს თვალები, ერთი-ორმა პირდაპირ გამოთქვა, ცხადია ჩურჩულით, პროტესტი და უკმაყოფილება..
გრილპარცერი წაკითხული მქონდა ადრე, როცა მედეაზე სტატიას ვწერდი სამეცნიერო ჟურნალისათვის. ეს წიგნი, ვიქტორ კახნიაშვილის თარგმანით ჩემს პირად ბიბლიოთეკაში მაქვს. მეთქი რა გამომრჩა ასეთი, და სახლში მისვლისთანავე ჩავუჯექი განმეორებით.. მიუხედავათ ავტორის აშკარა სიმპატიებისა ბერძენთა მიმართ და აგდებული დამოკიდებულებისა კოლხების მიმართ, ასეთი რამ მაინც ვერსად აღმოვაჩინე. თავი ჩემი და ჩემი ქვეყანა შემეცოდა – ბიჭო რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ? გავიმეორო უნდა ,,ღმერთო შეაყვარე ქართველს საქართველო..” .
სპექტაკლს ჩემი სტუდენტებიც ესწრებოდნენ, გარდა ამისა რამოდენიმე სკოლა იყო ორგანიზებულად წარმოდგენილი, ძირითადათ ალბათ VI-VII-VIII კლასელები. რომელთაც სპექტაკლის შემდეგ 15 წუთი აკრევინეს ტაში.
არა, მსახიობებთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს, პირიქით უმრავლესობის თამაში მომეწონა კიდეც და ტაშიც დავუკარი, მაგრამ ეს რა რეჟისორული გადაწყვეტილება იყო იქნებ ამიხსნას ვინმემ…”-ომარ ნიშნიანიძე.
გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ-გელა ხასაია
"გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ, გნახავთ რუსთაველზე" - წერს "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს დააკავეს