27 წლის სალომე ტეტუნაშვილი, სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტეტუნაშვილი ნეაპოლში მოხუცი ქალბატონის დამხმარედ მუშაობდა. თავად ტეტუნაშვილის ოჯახის წევრებიც ნაპოლში ცხოვრობენ.
ძიების პროცესში უკვე სამართალდამცავი სტრუქტურაც ჩაერთო. მოხუცის ვაჟიშვილი, სადაც ტეტუნაშვილი მუშაობდა, კარაბინიერია, რომელმაც პოლიციაში განაცხადი უკვე გააკეთა, თუმცა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო თვალთვალის კამერები გაიხსნას, საჭიროა გავიდეს კანონით გათვალისწინებული 48 საათი.
ბოლო კომუნიკაცია სალომე ტატუნაშვილთან ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 ჰქონდათ. ახლობლების თქმით სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
იტალიაში მყოფი ემიგრანტები კი, იმ ოჯახის გამოკითხვას მოითხოვენ, სადაც 24 წლის ქართველი ემიგრანტი მუშაობდა.
„გამოიკითხოს ის ოჯახი, სადაც მუშაობდა 24 წლის ქართველი გოგო. ყველამ ვიცით, რომ იტალიაში ნაგვის გადასაყრელად შაბათს სახლიდან არავინ გავიდოდა, რადგან აკრძალულია კანონით. ოჯახმა კი, როგორც ვიცით, სწორედ ნაგვის გადაყრა დაასახელა მიზეზად, რის გამოც სალო გარეთ გავიდა. ეს მიზეზი აბსურდულია. მერე რა, რომ იმ ოჯახის წევრი კარაბინიერია, მაინც უნდა გამოიკითხონ. რაღაც ხდება…” – ამბობს ქართველი ემიგრანტი ხათუნა ბაქრაძე.
Primetime.ge