გლდანი -ნაძალადევის მე-9 სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით კანკავა, რომელსაც მოძრაობა ,,სირცხვილიას” დამფუძნებელი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს, ,,პირველების” ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა, თუმცა დაკავებული არ არის.
მესამე სექტორი ითხოვს, რომ კანკავას უფლებამოსილება შეუწყდეს და ის პასუხისგებაში მიეცეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პოლიციის მოქმედმა მაღალჩინოსანმა მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს, ასევე, პოლიციაის შენობაში არსებული კამერების ჩანაწერი გააქროს, რომელიც ,,სირცხვილიას” თავმჯდომარის წამების კადრებს შეიცავს.
,,არის ძალიან საგანგაშო გამოვლინება არა მარტო პოლიტიკოსების, ახლა უკვე სამოქალაქო აქტივისტების მიზანმიმართული დევნის.
ეს ფაქტი არ იყო დაკავშირებული რაღაც კანონის დარღვევასთან. ადამიანი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, აიგდეს აბუჩად, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული.
სახელმწიფო ორგანოებმა ღიად უნდა დაგმონ, პირველ რიგში და კანონის დამრღვევი პოლიციელები უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას. – აცხადებს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.