ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნეს ესტონეთის საგარეო უწყებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია.