თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი, თემურ კობახიძე გარდაიცვალა . პროფესორის გარდაცვალებამ მის ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ბევრ მის სტუდენტს დაწყვიტა გული
“პირველი ლექცია რომ ჩაგვიტარა მე 3 კურსზე ვიყავით. ჩვეულებრივი შოკი მივიღე. აბსოლიტურად ამომიყირავა წარმოდგენა ლიტერატურაზე და არა მხოლოდ ლიტერატურაზე. თემურ კობახიძის ლექციები არ გავდა არც იმას ,რასაც მანამდე ჯავახიშვილში ვისმენდი და არც იმას, რასაც მერე ლომონოსოვში გვიკითხავდნენ.
ისეთ სიღრმეებში გატარებდა, აზროვნების ისეთ ლაბირინტებში გამოგზაურებდა ,რომ იმ ერთი სემესტრის განმავლობაში ყველაზე დიდ მტრად ზარს მივიჩნევდი, რომელიც საზღვარგარეთის ლიტერატურის ლექციის დასრულების შესახებ გვაუწყებდა.
მერე ქეთი
Keti Antelava ( კიდევ სხვა საოცრება) გავიცანი და ორივე ჩემთვის განსაკუთრებულად ახლობელი ადამიანი გახდა. აი ისეთები, ხშირად რომ ვერ ნახულობ, მაგრამ სულ რომ მოელი შეხვედრას და ყოველი შეხვედრა რომ დღესასწაულია და მერე , ეს დღესასწაული თან რომ დაგაგვს…
ბოლოს თემური ვნახე ქუთაისში. უნივერსიტეტში ელიოტის ” ბეჰემოტზე” გვიყვებოდა და ისევ ისეთივე განცდა მქონდა, როგორიც წლების წინ, არ მინდოდა ,რომ ლექცია დასრულებულიყო… ვგეგმავდი, რომ თბილისში ჩავიდოდი და თემურის “ლოლიტას ” მოვუსმენდი…
ერთ დღეში ისეთი ნაცრისფერი გახდა ყველაფერი. თემურ კობახიძე აღარ არის….
ცრემლები მახჩობს…
ზუსტად ვიცი, დღეს სადღაც სხვა განზომილებაში სამყარო უფრო საინტერესო გახდა, ჩვენთან პირიქით…”-წერს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე