ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრები ექსპორტირებული გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. უწყების ხელმძღვანელებმა საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში გამართეს, სადაც გაზისა და ნავთობის ფასების რეგულირების შესახებ ევროკომისიის შეთავაზებული მექანიზმები განიხილეს.
უკრაინაში ომისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულადაა გაზრდილი.