როგორც ცნობილია, ლეგენდარული მომღერლის, ემი უაინჰაუსის ნივთები აუქციონზე გაიტანეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არტისტის კუთვნილი კაბები 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობისთვის, ერთ-ერთი კაბა ემის ბოლო კონცერტზე ეცვა.
აუქციონიდან შემოსული მთელი თანხა ფონდში გადაირიცხება, რომელიც უაინჰაუსის მშობლებმა შექმნეს და რომელიც მიზნად პრობლემური და ნარკოდამოკიდებული თინეიჯერების მხარდაჭერას ისახავს.