13 დეკემბერს, 11:00 საათზე ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორიას აარსებს – ადამიანის უფლებათა მხარდამჭერ სივრცეს ქცევითი მეცნიერებების გამოყენებით. ღონისძიება ონლაინ გაიმართება და მას გახსნიან ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, დიეგო კოლასი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში და მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციის, აღმასრულებელი დირექტორი.
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარს დაუჭერს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის მასშტაბით და ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპის საბჭოს პარტნიორებს – სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფეისბუქ გვერდებზე.
საკონტაქტო პირი ონლაინ ბმულის მისაღებად: ნათია ქანთარია – 555 633 543
საუკეთესო სურვილებით,