ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა.
„რუსეთი განაგრძობს უკრაინისათვის სიკვდილისა და განადგურების მოტანას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს საფასური თავისი სისასტიკისთვის. სანქციების არსებული მერვე პაკეტი [რუსეთისთვის] მტკივნეულია. დღეს სანქციების მეცხრე პაკეტით რუსეთზე ზეწოლას ვაძლიერებთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მეცხრე პაკეტი შემდეგ ზომებს მოიცავს:
- სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატება
- სასანქციო სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკი
- ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკას
- შეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა